sainte nino horairesპარიზის წმინდა ნინოს ეკლესია

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დაარსდა 1929 წელს საბჭოთა არმიის მიერ დევნილი ქართველი მართლმადიდებლებისათვის. მისი მიზანია თავის მრევლში გააერთიანოს პარიზში მყოფი ყველა ქართველი.

მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იგი იყო ერთადერთი მოქმედი ქართული ეკლესია საქართველოს საზღვრებს გარეთ.

337 წელს საქართველო გაქრისტიანდა წმინდა ქალწული ნინოს მიერ, რაც ეკლესიის ისტორიისთვის უნიკალური ფაქტია. სწორედ მისი მფარველობის ქვეშაა ეს ეკლესია.

სულიერად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთანაა დაკავშირებული, საიდანაც წარმოიშვა, თუმცა დაარსების დღიდან დაექვემდებარა კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქს, მართლმადიდებლურ ეკლესიათა პატრიარქებიდან უპირატესს,რაც მოხდა ტერიტორიული და არა ეთნიკური პრინციპით,  მეოთხე მსოფლიო კრების დადგენილების თანახმად.

რომ მეტი შეიტყოთ…

დამაარსებლები
spinner
შესაწირი